სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია
2012.02.15
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება, სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, არა მხოლოდ რესპუბლიკაში, არამედ მთელს რეგიონში უსაფრთხოების გარანტად მიჩნევს. სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ქალაქზე ოსური, სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმი“ წერს.
„ოსინფორმის“ ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში რუსული დანაყოფების კონტიგენტი სამჯერ გაიზარდა. გვარდიის ბაზის ფორმირება 10 თვეში მოხდა. ახლა ეს რუსეთის საზღვრებს გარეთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული სამხედრო ქალაქია. რუსულ-ოსური ერთობლივი წვრთნები აქ რეგულარულად მიმდინარეობს, მალე კი აქ სპეციალური საწვრთნელი ბაზებიც იქნება.
-ახალი ყაზარმები, ანგრები მძიმე ტექნიკისათვის- ეს ყველაფერი ადგილზე, სადაც მიტოვებული მშენებლობა იყო.
ვითარება დროებით საცხოვრებელს არ ჰგავს: მყუდრო სახლები, პოლიკლინიკა, ბიბლიოთეკა და ეს ყველაფერი არ არის.
„დანაყოფები მუდმივად სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. საკონტრაქტო სამსახურში მყოფებთან და წვევამდელებთან ერთად, აქ არიან მებრძოლები, ვინც 2008 წელს რესპუბლიკას ქართული აგრესიისაგან იცავდა“- წერს სააგენტო.
-„რუსული სამხედროების მადლიერები ვართ. 2008 წელს, როცა ქალაქში რუსი სამხედროები შემოვიდნენ, ცხადი გახდა: ოსები უსაფრთხოდ იყვნენ. ისინი ძალიან დაგვეხმარნენ ქართული აგრესიის დროს და ახლაც ღირსეულად იქცევიან,“-ამბობს სააგენტოსთან საუბრისას, ავედიკ კაჩმაზოვი, რომელიც თავადაც სამხედროა.
გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები და 15-დან 50 ათას რუსულ რუბლამდე გაზრდილი ანაზღაურება, სააგენტო აქცენტს მებრძოლებსა და მათი ოაჯახებისათვის არსებულ „მიმზიდველ პირობებზე“ აკეთებს.
სამხედრო ქალაქის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, სააგენტო რესპუბლიკაში რუსეთის სამომავლო გეგმებზეც წერს : ბაზის ტერიტორია თანამედროვე ვიდეოაპარატურით მუდმივად კონტროლდება, აღჭურვილი ყაზარმები და კოტეჯები ბაზის 3 ათასი ჯარისკაცისათვისაა, გაზაფხულზე კი, რუს სამხედროებს კიდევ ერთი ახალი სამხედრო ქალაქი უნდა ჩააბარონ.
მომზადებულია „ოსინფორმ.რუ“-ს მიხედვით










