ბრიტანეთის ელჩი აფხაზეთს ესტუმრა

2012.02.21 ავტორი: ზურა ბაუჟაძე

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯუდით გოფფი აფხაზეთში ჩავიდა. სადაც დეფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბასა და პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

ინფორმაციას "ეხოკავკაზა" ავრცელებს.

ჯუდით გოფფი

ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი მარტო გაცნობით ხასიათს არ ატარებდა. დიპლომატმა აფხაზურ მხარესთან აფხაზეთში ინგლისური ენის განვითარებასთან დაკავშირებული კონკრეტული პროექტები განიხილა.

 

საქმე ეხება ინგლისური ენის სწავლების ახალ მეთოდებს. როგორც ჯუდით გოფფმა განაცხადა, მიმდინარე წელს აფხაზეთში ინგლისელი ექსპერტის ჩამოსვლა იგეგმება, რომელიც აფხაზეთში მოღვაწე ინგლისური ენის პადაგოგებისათვის სემინარებს ჩაატარებს.

 

–“ინგლისური ენა – გლობალური, ვაჭრობის, მეგობრობის ენაა და ვთვლი, რომ იგი ყველასთვის ბევრ შესაძლებლობას ხსნის”. – განაცხადა გოფფმა.


აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ევროპასთან და საქართველოსთან ურთიერთობის სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებული პრობლემა განიხილეს.

 

–“ვიზიარებთ აზრს იმის შესახებ, რომ არ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებისგან აფხაზეთის საზოგადოების იზოლირება. განვიხილეთ პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების საკითხიც. ჩვენ წამოვწიეთ აფხაზურ პასპორტებში ბრიტანული ვიზის გაცემის საკითხი”. –  განაცხადა ჩირიკბამ.

 

მომზადებულია "ekhokavkaza.com"–ის მიხედვით 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

ხართ თუ არა ჰომოფობი?

კი

არა

მიჭირს პასუხის გაცემა

NED