ირმა ინაშვილი ზვიად ქორიძეს პასუხობს

2012.03.20 ავტორი:

სტუდია "ობიექტივის" ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ზვიად ქორიძის მიერ, ტელეკომპანია “ტვ 25”–ის წინააღმდეგ თვითრეგულირების ორგანოში შეტანილ საჩივარს ეხმაურება.

-„ამ სარჩელით ზვიად ქორიძე თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს, რადგანაც აწი მას მოუწევს უამრავ უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემა. დაინტერესდით და ნახეთ, ქორიძეს სარჩელით თუ მიუმართავს “”რეალ ტვ”–ს, “რუსთავი 2”–ისა ან იმედის წინაღმდეგ, რომელთა მიმართაც მას არაერთხელ ჰქონია პრეტენზიები.” – განაცხადა ინაშვილმა Tspress.ge-სთან საუბრისას.

 

 ინაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მას ბევრი არაფრის თქმა არ შეუძლია, რადგანაც სარჩელი, ჯერჯერობით, მას არ მიუღია და მის მხოლოდ შინაარს და რამდენიმე პუნქტს მედიასაშუალებებით გაეცნო.

 

– “ალბათ, მივიღებ სარჩელის სრულ ვერსიას და მერე უფრო მეტად მეცოდინება პრეტენზიები, რომელიც ზვიად ქორიძეს გააჩნია,ამიტომ მანამდე რთულია ამაზე ვისაუბრო.” – აღნიშნა ჟურნალისტმა.

 

ინაშვილის განცხადებით, ის მოხარული იქნება, თუკი ტელეკომპანია “ტვ 25” მას ზვიად ქორიძესთან დებატებში პირდაპირ ეთერში მიიწვევს და მისთვის კითხვების დასმის საშუალებას მისცემს.

 

ტელეკომპანია “ტვ 25”–ს  გენერალური დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამ სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გააკეთებს, რადგანაც ამ დროისათვის, სარჩელს იურისტები სწავლობენ.

 

– “სარჩელში უამრავი ნიუანსი და დეტალია, ამიტომ იურისტებს დრო სჭირდებათ, რათა კარგად გავერკვეთ საქმეში. ხვალ ან ზეგ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებთ. მანამდე კი, რაიმე შეფასებებისაგან თავს შევიკავებთ.” – განუცხადა სურმანიძემ Tspress.ge-ს.

 

 

მედიაქსპერტმა, ზვიად ქორიძემ  „ტელეარხ 25“-ის თვითრეგულირების ორგანოში საჩივარი დღეს შეიტანა. საჩივრში ის ტელეკომპანიის მიერ ითხოვს, საკუთარ ეთერში მიუთითოს, რომ ინტერნეტტელევიზია „ობიქტივის“ 9 მარტის გადაცემით, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-17 მუხლით დადგენილი სტანდარტი დაარღვია.

 

„ობიქტივის“ 9 მარტის გადაცემა, რომელიც „ტელეარხ 25“-ის ეთერში გადაიცა, ბათუმში „აზიზიეს მეჩეთის“ მშენებლობის საკითხს და  ბათუმის „პრესკაფეში“ ამავე თემაზე გამართულ დისკუსიას ეძღვნებოდა.

 

საჩივრის ავტორი „ტელეარხ 25“-ისგან ეთერში გასული მოსაზრებების უარყოფას ითხოვს. მისი აზრით, ამ გადაცემაში„საზოგადოებას არ მიეწოდა მოსაზრებათა ფართო სპექტრი; მოხდა მოსაზრებების არასწორი ინტერპრეტირება; საავტორო პროგრამის წამყვანი გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებას, რითაც ხელყო პროგრამის მიუკერძოებლობა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ფოთის მერის გადადგომას?

Voted: 0

NED