ქართული „კომეტა“ ბათუმი – სოჭის მიმართულებით კვირაში ორჯერ ივლის

2012.05.14 ავტორი:

ქართული კომპანიის „ექსპრესს ბათუმის“ კუთვნილი საზღვაო სამგზავრო  „კომეტა“ 14 მაისიდან ბათუმი–სოჭის მიმართულებით კვირაში ორ რეისს შეასრულებს. 

მედიასთან საუბრისას ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, ზურაბ კირცხალიამ განაცხადა.

 

–„სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოდან რუსეთის მიმართულებით და პირიქით მგზავრობაზე მოთხოვნა იზრდება, რეისის დამატების გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღეთ“_განაცხადა კირცხალიამ.

 

რეისები ორშაბათს და პარასკევს შესრულდება, ბილეთის ფასი –220 ლარი(დაახლოებით 135 აშშ დოლარი) უცვლელი დარჩება.

 

რეისი ბათუმი–სოჭი ამ დრომდე მხოლოდ კვირაში ერთჯერ სრულდებოდა.

 

მიმოსვლა არც 2008 წლის ომისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ შეწყვეტილა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ფოთის მერის გადადგომას?

Voted: 0

NED