NDI-ს კვლევაში პატრიარქი ლიდერობს, ხოლო უგულავას რეიტინგი სააკაშვილისას უსწრებს
2012.07.16
NDI-ს კვლევის თანახმად, რეიტინგების მიხედვით, თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უსწრებს. რეიტინგების სია ასე გამოიყურება:
ილია მეორე – 92%;
გიგი უგულავა – 60%;
მიხეილ სააკაშვილი - 58%;
ვანო მერაბიშვილი - 55%-ს;
დავით ბაქრაძე – 53%;
გიორგი თარგამაძე – 50%.
ბიძინა ივანიშვილი - 46%;
ინგა გრიგოლია - 45%;
ნიკა გილაური – 43%;
დიმიტრი შაშკინი – 35%;
მაგდა ანიკაშვილი – 34%;
ვერა ქობალია – 34%;
სოზარ სუბარი – 33%;
ირაკლი ალასანია – 32%;
გიორგი ახვლედიანი – 29%;
ეკა ბესელია – 27%;
თინა ხიდაშელი – 26%;
კახა შარტავა – 23%;
ზვიად ძიძიგური – 23%,
ჯონდი ბაღათურია – 22%,
გუბაზ სანიკიძე – 22%,
დავით გამყრელიძე – 21%,
კობა დავითაშვილი – 20%,
დავით უსუფაშვილი – 20%,
შალვა ნათელაშვილი - 19%,
ლევან ვეფხვაძე – 19%,
გიორგი ტუღუში – 19%,
გიგა ბოკერია – 16%,
გიორგი ცაგარეიშვილი - 15%,
კახა კუკავა – 15%,
მამუკა კაციტაძე – 13%,
მანანა კობახიძე – 12%,
ნინო ბურჯანაძე – 12%,
დიმიტრი ლორთქიფანიძე – 11%,
თემურ შაშიაშვილი 11%,
პაატა დავითაია – 10%,
ზურაბ ტყემალაძე – 10%,
გია თორთლაძე – 10%,
ბაჩუკი ქარდავა – 9%,
თეა წულუკიანი – 8%,
გურამ ჩახვაძე- 5%, ზურაბ ხარატიშვილი- 5% და ლევან ბეჟაშვილი – 5%.
NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” დღეს გაიმართა. კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა.
გასულ კვლევასთან შედარებით, გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, ხოლო გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დავით ბაქრაძისა და გიორგი თარგამაძის რეიტინგებმა იკლო.










