პრეზიდენტის ვიზიტი ფოთის საკათედრო ტაძარში პრესისთვის დახურეს [Video]

2012.08.03 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის საკათედრო ტაძარში პრეზიდენტს დაახლოებით, 15:00 საათზე ელოდებიან. დაცვის წრამომადგენლებმა შეხვედრა მედიისთვის დახურულად გამოაცხადეს და ტაძრის ეზოში ჟურნალისტები არ შეუშვეს. 

პრეზიდენტი ფოთის საკათედრო ტაძარში/ 2011წ

პრეზიდენტი ფოთის საკათედრო ტაძარში/ 2011წ

ტაძრის და მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებენ. tspress-ს ტაძრის ეზოში შესვლა და კადრების გადაღება დაცვის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა აუკრძალა. "ღონისძიების შემდეგ შებრძანდით და გადაიღეთ. პრესისთვის დახურულია. დანარჩენისთვის მიბრძანდით პრესსამსახურში და გაგარკვევენ, "– განაცხადა მან.

 

მისი თქმით, ტერიტორიაზე შესვლის უფლება პრეზიდენტის ჩამოსვლამდე და შეხვედრის პერიოდში, აკრძალულია. მას საფუძველი მას არ განუმარტავს.

 

 

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, ნათია ბანძელაძე და ადმინისტრაციის სამსახურის წარმომადგენელი, ირმა ნადირაშვილი  სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

 

მოგვიანებით, tspress.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ვიზიტს და მრევლთან შეხვედრას მისი პრესცენტრი გადაიღებს და ტელევიზიებს კადრებს თავად მიაწვდის. 

 

ჟურნალისტური ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, იურისტის, თამარ კორძაიას განცხადებით, პრეზიდენტის ტაძარში ვიზიტი არ შეიძლება დახურული იყოს. მისი თქმით, კანონით შეხვედრა დახურული მხოლოდ, უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საიდუმლოების საკითხის დროსაა.

 

"არ შეიძლება ეს შეხვედრა დახურული იყოს, გაურკვეველია, რა მიზეზითაა დახურული ტაძარში პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს და მედიას საჯარო ინფორმაციის გაშუქების ვალდებულება და უფლება აქვს,"– განმარტავს კორძაია.

 

იურისტის თქმით, პრესსამსახურის მიერ მედიისთვის მსგავსი სახის შეზღუდვის დაწესება და პრესისითვის ინფორმაციის შერჩევით მიწოდება მედიის დისკრედიტება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

 

"ახდენენ მედიის დისკრედიტებას, ხდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ მედიისთვის, რომელსაც შეუძლია თავად მოიპოვოს და გააშუქოს საჯარო ინფორმაცია" – აცხადებს კორძაია

 

ფოთის საკათედრო ტაძარში პრეზიდენტს ამ წუთებშიც ელოდებიან, ტაძარში მოსვლამდე ის ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსს, მეუფე გრიგოლს რეზიდენციაში შეხვდება. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

ხართ თუ არა ჰომოფობი?

კი

არა

მიჭირს პასუხის გაცემა

NED