ეკა ბესელიას ულტიმატუმი ხელისუფლებას [Video]

2012.08.14 ავტორი: TS

"ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი,ეკა ბესელია გადამზიდავი ავტომანქანების მძღოლების გუშინდელ აქციას ბრიფინგით გამოეხმაურა. ბესელიამ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისთვის დრო ორშაბათამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლებთან ერთად პერმანენტული აქციების გამართვის პირობა დადო.

ეკა ბესელიას განცხადებით, უკვე ორი თვეა კერძო კომპანიები ტვირთების გადატანას ავტომანქანების მძღოლებს არ უკვეთავს და გადაზიდვა ძირითიადად რკინიგზის საშუალებით ხდება. ბესელიას თქმით, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რის შესახებაც კომპანიის წარმომადგენლები გააფრთხილეს და საავტომობილო გზით გადაზიდვები აუკრძალეს.  

 

-"მას შემდეგ რაც, რკინიგზა ახლადშექმნილ ფონდს გადეცა, რომელსაც ნიკა გილაური ხელმძღვანელობს, ხელისუფლების მხრიდან ზეპირი დავალებაა გაცემული, რომ ტვირთების გადაცემის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ რკინიგზას მისცენ, რაც ბუნებრივია ქმნის ძალიან ბევრ კითხვას და საეჭვო გარემოებას ხომ არგვაქვს ისევ საქმე მონოპოლიურ ბიზნესთან"– განაცხადა პრესკონფერენციაზე ბესელიამ.

 

მან "ქართული ოცნების" სახელით მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადა და  ხელისუფლებას პრობლემით დაინტერესბისკენ მოუწოდა. ბესელიამ  მის მოსაგვარებლად დრო კვირის ბოლომდე მისცა. მისი თქმით, თუ ორშაბათამდე მძღოლებმა ვერ შეძლეს სამუშაოზე დაბრუნება ისინი აქციის მოწყობას გეგმავენ.

 

ერთ–ერთი მძღოლის ზური ღვანიას განმარტებით, კომპანიებმა ტვირთის მიწოდება ყოველგვარი განმარტების გარეშე შუწყვიტა, თუმცა ოფიცალური მიზეზი არ განუმარტავთ. მისი თქმით, მძღოლების უმრავლესობას საბანკო კრედიტები აქვთ და დავალიანების გადახდას ვერ ახერხებენ.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

ვინ გსურთ იყოს ფოთის მერი?

დავით სარსანია

ირაკლი კაკულია

არც ერთი

სხვა

NED