საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციით, 2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.

წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 405.1 მლნ ლარით, ანუ 3.5 პროცენტით გაიზარდა და 11975.7 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1926.7 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.1 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 81.7 პროცენტი შეადგინა.

სექტემბერი, ისევე როგორც წინა თვე, საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. წმინდა მოგებამ თვის შედეგებით 33.0 მლნ ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 215.0 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 78.6 პროცენტს მიაღწია.

კომენტარები