პრეზიდენტის განცხადებით, მეწარმე, რომელიც სამსახურში 45 – 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება.

მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით, დღეს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გამოვიდა.



“ჩვენ გვყავს ძალიან განათლებული, შრომისმოყვარე ადამიანები. უბრალოდ, ამ ხალხს გარემოებებში არ გაუმართლა. თუ ბიზნესმენები ამ ადამიანებს სამუშაოდ აიყვანენ, ჩვენ მივცემთ სტიმულს, რომ ისინი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან და კიდევ მოვიფიქრებთ, როგორ შევუწყოთ ხელი პირდაპირ თუ ირიბად, ასეთი ხალხის კერძო სექტორში დასაქმებაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მთავრობის სხდომა დღეს ბათუმის თეატრში გაიმართა.

სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად დეპუტატები, ბიზნესმენები და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კომენტარები