რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას მოქალაქეობა უკანონოდ ჩამმოართვეს. ის ქართული სასამართლოსთვის მიმართვას ფუჭად მიიჩნევს, რადგან, მისივე თქმით, „ერთი კაცია ჩვენთან სამართალი- სააკაშვილია მოსამართლეც და პროკურორიც“.

ივანიშვილის განცხადებით, მისი ადვოკატები მოქალაქეობის ხელახალ მოთხოვნაზე განაცხადს რამდენიმე დღეში შეიტანენ. ივანიშვილის თქმით, მისი მოქალაქეობის საკითხს, ამ დღეებში ევროსაბჭოც განიხილავს.

მან მადლობა გადაუხადა რეგიონებში შეგროვილი ხელმოწერების ავტორებს. მან ხელისუფლების მიერ მის შესაძლო დეპორტაციაზეც ისაუბრა:

-„დეპორტაციაც რომ განახორციელონ, სააკაშვილი ვერაფერს ვერ მიიღებს. ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვებას საზღვარგარეთიდანაც მოვახერხებ. შედეგს მაინც მივიღებთ,“-განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები