ფოთში, აკაკის ქუჩაზე #110-ში მდებარე ავტოსამრეცხაოს მეპატრონემ, მამუკა ახობაძემ „პროკრედიტბანკს“ წერილობით მიმართა. მეწარმემ ბანკისაგან სესხის დაფარვის დროებით შეჩერებას ითხოვა

ახობაძის თქმით, ბიზნესაქმიანობასთან დაკავშირებით პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ფოთის მერის სიტყვიერი მითითებით სამრეცხაოს შესასვლელთან კედელი ააშენეს.

„ჩვენ აღვადგენთ ისტორიულად არსებულ კედელს, რომელიც თავის დროზე უკანონოდ გამოანგრიეს ყურაშვილებმა და კორპუსებს შორის გაიყვანეს გზა. თავის დროზე არაკანონიერად დაშლილი ღობის მთლიანობას აღვადგენთ, “-განაცხადა ფოთის მერმა.

ავტოსამრეცხაოს მეპატრონე, ამბობს, რომ კედელი უკანონოდ აშენდა, იმ მიზნით, რომ სამრეცხაოში გზიდან მანქანების შესასვლელი ჩაეკეტათ. მისი თქმით, მანამდე მას თავად მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ დაურეკა და ავტოსამრეცხაოს დემონტაჟი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამრეცხაომდე მიმავალი გზის ბლოკირებით დაემუქრა. ახობაძე მიიჩნევს, რომ ფოთის მერმა მას საქმიანობა შეუზღუდა და შიშობს, რომ საქმიანობის პარალიზება, აღებული კრედიტის გადახდაში ხელს შეუშლის.

უახლოეს დღებში, მამუკა ახობაძე საქართველოს პარლამენტისა და სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

კომენტარები