ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ ფოთელი მეწარმისათვი ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვის ფაქტს, სახალხო დამცველის ოფისი შეისწავლის.

Tspress.ge-სთან საუბრისას ამის შესახებ, მამუკა ახობაძის ადვოკატმა, ედიშერ კუტალიამ განაცხადა.

„პირველადი შესწავლის შემდეგ, საქმე განსახილველად მართლმსაჯულების დეპარტამენტს გადაეცემა. მამუკა ახობაძისთვის ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვის ფაქტი აუცილებლად მოხვდება სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში,“- განაცხადა კუტალიამ.

ახობაძემ, სახალხო დამცველის ოფისს განცხადებით მიმდინარე წლის 9 სექტემბერს მიმართა. მან კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის აღდგენა და მერისა და მერიის სამსახურების წარმომადგენლებისაგან თავდაცვა ითხოვა.

მეწარმეს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მერის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე აკაკის #110-ში მდებარე ავტოსამრეცხაო აეღო, უარი განაცხადა. მერის მას ბიზნესის ბლოკირებით დაემუქრა, მოგვიანებით კი ავტოსამრეცხაოს შესასვლელი ღობით ამოუშენა, იმ მიზეზით, რომ ისტორიული კედელი აღადგინა.

მშენებლობა ბიზნესსაქმიანობაში ხელშეშლად შეაფასეს ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ წურწუმიამ და ფოთის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ დარცმელიძემ, რომლებიც კედლის აშენებისას შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ.

კომენტარები