რიგგარეშე სხდომაზე ფოთის საკრებულომ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩია. სხდომის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს არ გაუვრცელებია.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მაგდალინა მენაბდემ კობა ცხადაია შეცვალა.

მენაბდე ფოთის საკრებულოში 2010 წლის არჩევნებისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა.

საკრებულოს წევრობამდე ის 2006-2009 წწ-ში ფოთის საზღვაო ნავსადგურში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა.

საკრებულოს თავმჯდომარის უკვე ყოფილმა მოადგილემ კობა ცხადაიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. განცხადების დაწერის შემდეგ, ის სამსახურში აღარ მისულა.

22 ნოემბერს დაგეგმილი სხდომა, რომელზეც ახალი მოადგილე უნდა აერჩიათ გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

24 ნოემბრის სხდომის შესახებ, კი საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ინფორმაცია მხოლოდ სხდომის ჩატარების შემდეგ გაავრცელა.

კომენტარები