ფოთში 9 აპრილის ხეივანის #29-31-ში მცხოვრებმა მოქალაქეება ფოთის მერს, ვახტანგ ლემონჯავას, წერილით მიმართეს.

მოქალაქეები ფოთის მერიისაგან წერილობით საფუძველს ითხოვენს, რაზე დაყრდნობითაც მათ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხები უნდა დანგრიონ.

„მზად ვართ დავეხმაროთ ფოთის მერიას და დავემორჩილოთ კანონს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჩვენი საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა და კანონიერი ინტერესი. ქალაქის კეთილდღეობა ჩვენთვისაც პრიორიტეტია, თუმცა აღნიშნული არ უნდა მოხდეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებების შელახვის ხარჯზე, რომელსაც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“-ნათქვამია წერილში.

მოქალაქეების განმარტებით, ფოთის მერიის თანამშრომლები მათგან განუწყვეტლივ ითხოვენ ავტოფარეხების დემონტაჟს, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის გარეშე.

მოქალაქეებთან ერთად მერს წერილობით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ მიმართავს.

ორგანიზაცია მერიისაგან ოფიციალურ დოკუმენტაციას ითხოვს, რის საფუძველზეც მერია მეპატრონეებს დაკანონებული ავტოფარეხების დემონტაჟს სთხოვს.

„გამჭვირვალობა“ თვალყურს მიადევნებს პროცესის მიმდინარეობას.

ავტოფარეხების მესაკუთრეთა პრობლემებზე tspress.ge უკვე წერდა.

გამოცემასთან საუბრისას მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მერიის თანამშრომლებისა და პირადად ქალაქის მერისაგან მუდმივ ზეწოლას განიცდიან.

მოგვიანებით, ერთ-ერთმა მეპატრონემ მასთან ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნებაზე უარი, ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამოთქვა.

კომენტარები