„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმოამდგენლები იმ ფოთელ მესაკუთრეებს შეხვდნენ, რომლებსაც ფოთის მერია საკუთრების დემონტაჟს ავალდებულებს.

9 აპრილის ხეივნის #29-31 -ში მცხოვრები მოქალაქეებისაგან მერია დაკანონებულიავტოფარეხების დემონტაჟს იურიდიული საფუძვლის მითითებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე ითხოვს.

ორგანიზაციის იურისტების განცხადებით, დღევანდელი შეხვედრით მათ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა მესაკუთრეებს და დაინტერესდნენ, გრძელდება თუ არა მათზე ზეწოლა მერისა და მერიისა თანამშრომლების მხრიდან.

– „მას შემდეგ რაც წერილობით მივმართეთ და მოვთხოვეთ სამართლებრივი საფუძველი, ჩვენთა აღარ მოსულან. მხოლოდ პოლიციიდან იყვნენ. გამომძიებლის თქმით, ისინი ამხანაგობის ოქმზე მეზობლების ხელმოწერებს ამოწმებენ. ყველა მეზობელმა დაადასტურა, რომ ხელმოწერები ოქმებზე მათია“-განაცხადა ერთ-ერთმა მეპატრონემ, ნონა გურგენაძემ.

პოლიციას ამხანაგობების ოქმებისა და ხელმოწერების რეალურობის დადგენის მოთხოვნით ფოთის მერიამ მას შემდეგ მიმართა, რაცმესაკუთრეებზე ზეწოლის ფაქტები Tspress.ge-მ გაახმაურა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კი მერს ღია წერილით მიმართა და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა სთხოვა.

Tspress.ge-ს მიერ ფაქტით დაინტერესების შემდეგ, ერთ-ერთმა მეპატრონემ ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ მისი ოჯახის წევრებს პრობლემები შეექმნათ.

ამ ეტაპზე მესაკუთრეები მერისათვის გაგზავნილ წერილობით მოთხოვნაზეპასუხს ელიან. პასუხის გაცემისათვის კანონით დადგენილი ვადა

მერიას 9 ნოემბერს ეწურება.

კომენტარები