ფოთის პოლიციის სამმართველოს უფროსი, დიმიტრი შენგელია, 9 აპრილის ხეივნის #29-ში მცხოვრებთა დაკითხვის ფაქტზე tspress.ge-სთან კომენტარს არ აკეთებს.

გამოცემა პოლიციის უფროსთან იმის გარკვევას ცდილობდა, ვისი მიმართვის საფუძველზეა აღძრული საქმე.

შენგელიას თქმით, საქმის ირგვლივ კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებს.

საუბარია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმზე ხელმოწერების გაყალბებაზე.

ფოთის მერიის წარმომადგენლები გაყალბებულს უწოდებენ ხელმოწერებს, რომლითაც 9 აპრილის ხეივნის #29-ში მცხოვრებლებმა ამხანაგობას თანხმობა მისცეს, რამდენიმე მეზობლისათვის ავტოფარეხის აშენების ნება მიეცა.

ხელმომწერთა დაკითხვა პოლიციამ ოქტომბერს დაიწყო.

ავტოფარეხის მფლობელებს პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც მათ მერიის სიტყვიერ მოთხოვნაზე ავტოფარეხები დაენგრიათ უარი თქვეს.

მოქალაქეები მერიისაგან წერილობით იურიდიულ დასაბუთებას და კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციას ითხოვენ.

მესაკუთრეებს იურიდიულ დახმარებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ უწევს. ორგანიზაციამ მესაკუთრეთა უფლებების დაცვის რეკომენდაციით, ფოთის მერს ვახტანგ ლემონჯავას ღია წერილით მიმართა.

კომენტარები