ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის, არიან ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრები: ირაკლი სესიაშვილი, სამხედრო ექსპერტი; გიორგი ვოლსკი, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 2004-2007 წლებში და ზაალ გოგსაძე, ”თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრი და საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში;

ორგანიზაცია რეესტრში განაცხადი 4 დღის წინ შეიტანა. ივანიშვილის პრესსამდივნომ, დღეს, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის გაჭიანურებაში, რადგან რეგისტრაცია იმავე დღეს უნდა დასრულებულიყო.

ივანიშვილის პრესსამდივნომ აღნიშნული ფაქტი, პოლიტიკური ოპონენტის უკანონო დისკრიმინაციად, პოლიტიკურ დევნად და კანონდარღვევად მიიჩნია.

განცხადების გავრცელებიდან, დაახლოებით ერთ საათში, ივანიშვილის მოძრაობა რეგისტრაციაში გატარდა და შესაბამისი ამონაწერი რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსდა.

ივანიშვილის მოძრაობის პრეზენტაცია 11 დეკემბერს, ფილარმონიაში იგეგმება.

კომენტარები