ფოთის საკრებულო დღეს, 22-ე გეგმიურ სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში მორიგ ცვლილებებს განიხილავს.

სხდომა 12 საათზე გაიმართება.

დეპუტატები ქალაქის ბიუჯეტის სამი კვარტლის, ასევე 10 თვის შესრულების საკითხს განიხილავენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის, ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ახლადდანიშნული უფროსის, ნინო დვალიშვილის ანგარიშიცაა.

საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, „ენერგოპრო-ჯორჯიას“ და „გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის“ ხელმძღვანელებიც მივიდნენ.

აპარატის წარმომადგენლის, დარეჯან ალასანიას თქმით, უწყებები ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არაა, თუმცა საკრებულო მათგან ქალაქში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მოისმენს.

კომენტარები