„სომხეთმა მსოფლიოს ბევრი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, ასევე კულტურის, სპორტის, ბიზნესის და ა.შ. სხვადასხვა სფეროში ცნობილი მოღვაწე აჩუქა. დამპყრობლების გამო (იგულისხმება სომხური გენოციდი), სომხები ხშირად ემიგრაციაში მიდიოდნენ. ბევრმა მათგანმა დიდებას უცხო მიწაზე მიაღწია,-“წერს სომხური ინტერნეტგამოცემა planeta-armenya, რომელიც გამოჩენილი სომხების სიას აქვეყნებს. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სიაში ასევე მოხვდნენ გამოჩენილი მომღერლები – შარლ აზნავური(საფრანგეთი) […]

„სომხეთმა მსოფლიოს ბევრი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, ასევე კულტურის, სპორტის, ბიზნესის და ა.შ. სხვადასხვა სფეროში ცნობილი მოღვაწე აჩუქა. დამპყრობლების გამო (იგულისხმება სომხური გენოციდი), სომხები ხშირად ემიგრაციაში მიდიოდნენ. ბევრმა მათგანმა დიდებას უცხო მიწაზე მიაღწია,-“წერს სომხური ინტერნეტგამოცემა planeta-armenya, რომელიც გამოჩენილი სომხების სიას აქვეყნებს. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სიაში ასევე მოხვდნენ გამოჩენილი მომღერლები – შარლ აზნავური(საფრანგეთი) და ირინა ალეგროვა(რუსეთი), ცნობილი მხატვარ-პეიზაჟისტი – ივან აივაზოვსკი(რუსეთი), გენერალსიმუსი, დიდი რუსი მთავარსარდალი -ალექსანდრე სუვოროვი (მანუკოვი), კომპოზიტორი-ალან ოვანესი(ამერიკა), მწერალი-გი დე მოპასანი(საფრანგეთი), კომპოზიტორი-მიშელ ლეგრანი(საფრანგეთი), კინორეჟისორი-სერგო ფარაჯანოვი(რუსეთი), მოჭადრაკე- ტიგრან პეტროსიანი(რუსეთი), მსახიობი და მომღერალი-როქსანა ბაბაიანი(რუსეთი), საგარეო საქმეთა მინისტრი-სერგეი ლავროვი(რუსეთი), კომპოზიტორი, მუსიკოსი -ტარივერდიევი (რუსეთი), მსახიობი და მომღერალი შერი(შერილინ სარქისიანი (აშშ), კომპოზიტორი და დირიჟორი – კონსტანტინ ორბელიანი და სხვები.

კომენტარები