რუსეთის მოქალაქე, ჟურნალისტი სერგეი კუზნეცოვი, რომელიც ისრაელში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის ნაცვლად “გივონის” საპყრობილეში ჩასვეს, 10 ნოემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. ტელეკომპანია “რტვიაი”-ს ცნობით, ის საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის სათხოვნელად თბილისში ჩამოსვლას აპირებს. კუზნეცოვი ბენ-გუნიონის აეროპორტში ისრაელის ტერიტორიაზე უკანანოდ ყოფნის გამო დააკავეს. თავდაპირველად მის დეპორტაციაზეც საუბრობდნენ, თუმცა, ისრაელის მთავრობამ ამისაგან თავი შეიკავა. თავად კუზნეცოვი მაშინ აცხადებდა, რომ რუსეთში […]

რუსეთის მოქალაქე, ჟურნალისტი სერგეი კუზნეცოვი, რომელიც ისრაელში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის ნაცვლად “გივონის” საპყრობილეში ჩასვეს, 10 ნოემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. ტელეკომპანია “რტვიაი”-ს ცნობით, ის საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის სათხოვნელად თბილისში ჩამოსვლას აპირებს. კუზნეცოვი ბენ-გუნიონის აეროპორტში ისრაელის ტერიტორიაზე უკანანოდ ყოფნის გამო დააკავეს. თავდაპირველად მის დეპორტაციაზეც საუბრობდნენ, თუმცა, ისრაელის მთავრობამ ამისაგან თავი შეიკავა. თავად კუზნეცოვი მაშინ აცხადებდა, რომ რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა, რადგან იქ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ისრაელის ხელისუფლებისაგან თავშესაფრის მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, შესაბამისი ვიზის გარეშე, მიმდინარე წლის 24 ივლისს იგი ლონდონში გაფრენას შეეცადა. ეკატერინბურგელი სერგეი კუზნეცოვი ადრე ”რადიო თავისუფლებაში” მუშაობდა და დღემდე თავს რუსეთის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლს უწოდებს. რამდენიმე თვის წინ WSRU.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში კუზნეცოვი ჰყვებოდა, რომ ფსბ-ს ყოფილ ოფიცერს, ალექსანდრე ლიტვინენკოს და მიხეილ ტრეპაშკინს შეხვდა (ლიტვინენკო 2006 წლის ნოემბერში რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმ-210 მოწამლეს, ტრეპაშკინი კი 2003-2007 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების გამო სასჯელს იხდიდა). გარდა ამისა, მაშინ კუზნეცოვი იმასაც აცხადებდა, რომ ყოფილ დისიდენტ ვლადიმერ ბუკოვსკისთან საუბრის შემდეგ პოლიტიკური თავშესაფარი მოეძებნა დიდ ბრიტანეთში გადაწყვიტა.

კომენტარები