საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, წუხელ, დაახლოებით 21 საათისთვის, ანაკლიის საერთაშორისო ბანაკ „პატრიოტის“ დამსვენებლები მოინახულა. მას ეკონომიკის მინისტრი, ვერა ქობალია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი და მხარის გუბერნატორი, ზაზა გოროზია ახლდა. მან ბანაკის დამსვენებლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით ანაკლიის საერთაშორისო ბანაკი განახლდა და საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა. -„დღეს მე მეფე „შადრევან პირველს“ მეძახიან, მაგრამ […]

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, წუხელ, დაახლოებით 21 საათისთვის, ანაკლიის საერთაშორისო ბანაკ „პატრიოტის“ დამსვენებლები მოინახულა. მას ეკონომიკის მინისტრი, ვერა ქობალია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი და მხარის გუბერნატორი, ზაზა გოროზია ახლდა. მან ბანაკის დამსვენებლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით ანაკლიის საერთაშორისო ბანაკი განახლდა და საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა.
-„დღეს მე მეფე „შადრევან პირველს“ მეძახიან, მაგრამ მართლა არ მწყინს, რადგან „შადრევან პირველი“ სჯობს ჩინგიზ ხან მეორეს, ან კალიგულა მესამეს და აშ. ეს ყველაფერი მხოლოდ იმისათვის კეთდება, რომ ყველა ერთად ვიყოთ და ერთმანეთი უფრო კარგად გავიცნოთ. აქ არიან ბავშვები, რომლებიც არ არიან შეძლებული ოჯახებიდან. ისინი არიან აფხაზეთ–სამეგრელოს კლიმატური სფეროს და ერთი რეგიონის ყველაზე მაგარ პლაჟზე. ასეთი მაგარი პლაჟი, არ არის არსად საქართველოში. ეს ჯობია ბიჭვინთასაც და ურეკსაც. ყველა ადგილი ლამაზია საქართველოში, მაგრამ ასეთი ადგილი არ არის არსად. აქ მოგვყავს ისეთი ბავშვები, რომელთაც ფეშენებელურ კურორტებზე დასვენების საშუალება არა აქვთ. ეს არის არსი ჩვენი დღევანდელი ცხოვრების,“–განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც ამის შემდეგ ახლადაშენებული სასტუმოებიც დაათვალიერა. მან ანაკლია გვიან ღამით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ბანაკმა 28 მაისს, ახალგაზრდების პირველი ნაკადი მიიღო, სულ13 ნაკადის,თითოეულ ჯერზე 280 მონაწილის მიღება იგეგმება. ბანაკში, რომელსაც წელს საველოსიპედო და სკეიდბორდის ტრასები, ახალი შადრევნები და აქვაპარკი დაემატა, 3640 ახალგაზრდის მიღებას ვარაუდობენ. პროგრამა 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მალხაზ ბასილაია

კომენტარები