“სახალხო კრების“ ლიდერები: თემურ შაშიაშვილი და ელიზბარ ჯაველიძე დღეს „სახალხო კრების“ ფოთის ოფისს სტუმრობდნენ. – “ხალხი ქუჩაში ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად არ გაგვიყვანია, 26მაისის აქციებით დავასაბუთეთ, რომ ხელისუფლება ქართველი ხალხის გენოციდს ეწევა. მთელმა მსოფლიომ დაინახა მათი სისასტიკე და დაუნდობელი მოპყრობა ხალხისადმი. ვაჩვენეთ, რომ ქვეყანა არის დაღუპული,“- განაცხადა შაშიაშვილმა ადგილობრივ ორგანიზაციაში, მხარდამჭერებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისას. შაშიაშვილი აცხადებს, […]

“სახალხო კრების“ ლიდერები: თემურ შაშიაშვილი და ელიზბარ ჯაველიძე დღეს „სახალხო კრების“ ფოთის ოფისს სტუმრობდნენ. – “ხალხი ქუჩაში ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად არ გაგვიყვანია, 26მაისის აქციებით დავასაბუთეთ, რომ ხელისუფლება ქართველი ხალხის გენოციდს ეწევა.
მთელმა მსოფლიომ დაინახა მათი სისასტიკე და დაუნდობელი მოპყრობა ხალხისადმი. ვაჩვენეთ, რომ ქვეყანა არის დაღუპული,“- განაცხადა შაშიაშვილმა ადგილობრივ ორგანიზაციაში, მხარდამჭერებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისას. შაშიაშვილი აცხადებს, რომ ისინი დარბევა არ გამორიცხავდნენ, თუმცა მსგავსი სისასტიკეს არ ელოდნენ.
მისი განმარტებით, დარბევის შემდგომ აქციის გაგრძელება, ერთი მხრივ, შეუძლებელი იყო ხოლო, მეორე მხრივ, აუცილებლობასაც არ წარმოადგენდა, რადგან „ხელისუფლების სახის დემონსტრირება უკვე მომხდარი იყო“ შაშიაშვილის თქმით, უნდა მოხდეს აქციის დარბევის სამართლებლივი შეფასება. „დარბევა , რომ დანაშაული იყო ამის დასამტკიცებლად სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ,“- განაცხადა შაშიაშვილმა. ინტელექტუალთა რადიკალიზაცია, დიასპორების ჩართვა, ხალხის გავლენისა და ზეწოლის გაძლიერება,-ეს მათი გეგმის ნაწილია. შაშიაშვილი „სახახლო კრების“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მურმან დუმბაძის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი დაკავების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით, პარტია საგანგებო ინფორმაციას მისი გათავისუფლების შემდეგ გაავრცელებს. შაშიაშვილის თქმით, ხელსუფლების კონტროლირებადი ტელევიზიების გამო რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმი იყო და მოსახლეობას არ ჰქონდა რეალური ინფორმაცია. -„სახალხო კრებამ“ ხელისუფლებას 26 მაისს აღლუმის ჩატარების უფლება არ მისცა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით, სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება მომხდარიყო, რაც საბჭოთა აზროვნებაა. ასევე არ მივცემდით უფლებას აღლუმი ჩაებარებინა პრეზიდენტს, რომელიც მოსახლეობამ გორში მიწაზე მხოხავი იხილა,“ -განაცხადა შაშიაშვილმა.
ხალხის რაოდენობის სიმცირეში მან ოქრუაშვილი დაადანაშაულა: „ოქრუაშვილმა სააკაშვილის თამაში ითამაშა და „ოპოზიციას ლახვარი ჩასცხო“. შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ სამჯერ მეტი ხალხი გამოვიდოდა ოქრუაშვილის ფანდი რომ არ გათამაშებულიყო.

იზა სალაყაია

კომენტარები