დღეს, მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის კულტურის ცენტრში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნედიალკო იორდანოვის დრამას „გონზაგოს მკვლელობას“ წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორი გაგა გოშაძეა. ორმოქმედებიან დრამაში დაკავებული არიან რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობები: მურმან ჯინორია, ჯემალ ღაღანიძე, ზაალ ჩიქობავა, მარინა კახიანი, ნიკა ქაცარიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, მანანა აბრამიშვილი, ლევან ხურცია და ბაჩი ლეჟავა. გასტროლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის […]

დღეს, მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის კულტურის ცენტრში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნედიალკო იორდანოვის დრამას „გონზაგოს მკვლელობას“ წარმოადგენს.
სპექტაკლის რეჟისორი გაგა გოშაძეა. ორმოქმედებიან დრამაში დაკავებული არიან რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობები: მურმან ჯინორია, ჯემალ ღაღანიძე, ზაალ ჩიქობავა, მარინა კახიანი, ნიკა ქაცარიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, მანანა აბრამიშვილი, ლევან ხურცია და ბაჩი ლეჟავა.
გასტროლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. სპექტაკლი 19.00 საათზე დაიწყება. თეატრის ერთ–ერთი მსახიობის, ლევან ხურციას ცნობით, დასასწრები ბილეთები წინასწარ გაიყიდა. მოთხოვნის შესაბამისად, თეატრი დამატებით წარმოდგენებსაც გამართავს.

კომენტარები