საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თურქეთის საერთაშორისო განათლების ასოციაციამ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში გაწეული შრომისათვის, თურქული ენისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, დაუსწრებლად ათათურქის სახელობის თურქული ენის ჯილდო გადასცა. ჯილდო თურქეთის საერთაშორისო განათლების ასოციაციამ დააწესა, – იუწყება თურქული ინტერნეტგამოცემა “სტეელორბისი” და აღნიშნავს, რომ ანკარაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას თურქეთის მთავრობის მინისტრები და საკანონმდებლო ორგანოს წევრები ესწრებოდნენ. ჯილდო სააკაშვილისთვის […]

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თურქეთის საერთაშორისო განათლების ასოციაციამ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში გაწეული შრომისათვის, თურქული ენისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, დაუსწრებლად ათათურქის სახელობის თურქული ენის ჯილდო გადასცა. ჯილდო თურქეთის საერთაშორისო განათლების ასოციაციამ დააწესა, – იუწყება თურქული ინტერნეტგამოცემა “სტეელორბისი” და აღნიშნავს, რომ ანკარაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას თურქეთის მთავრობის მინისტრები და საკანონმდებლო ორგანოს წევრები ესწრებოდნენ.
ჯილდო სააკაშვილისთვის საქართველოს ელჩს თურქეთში, ტარიელ ლებანიძეს გადასცეს.

კომენტარები