რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მსახიობ გურამ საღარაძის ქალიშვილი, მსახიობი მარინა საღარაძე ინიშნება. თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ბრძანების თანახმად გათავისუფლებულია. გათავისუფლების საფუძვლად, „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლია მითითებული. სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია 1980 წლიდან. წყაროს ცნობით, რეჟისორს წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თავად […]

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მსახიობ გურამ საღარაძის ქალიშვილი, მსახიობი მარინა საღარაძე ინიშნება.
თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ბრძანების თანახმად გათავისუფლებულია. გათავისუფლების საფუძვლად, „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლია მითითებული.
სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია 1980 წლიდან. წყაროს ცნობით, რეჟისორს წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თავად შესთავაზეს, თუმცა, სტურუამ უარი განაცხადა.

კომენტარები