დღეს, 19სთ-ზე ფოთის თეატრში რამაზ იოსელიანის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.
იტალიელი დრამატურგების, მარიოტა ჯუზეპესა და ბელზარიო რანდონეს პიესის, „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“-ს მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე დასი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა.
სიუჟეტი ერთი მატყუარა მამაკაცის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ქვრივ ქალებს აცდუნებს. იხლართება ინტრიგები და კურიოზები
სპექტაკლში ფოთის თეატრის 9 მსახიობია დაკავებული. მთავრ როლს, მატყუარა კაცს, გია სურმავა ასრულებს.
სპექტაკლზე მუშაობისთვის კულტურის სამინისტრომ 3ათასი ლარი გამოყო.

კომენტარები