დე-ფაქტო აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საღამო 18:00 საათისთვის ხმა ამომრჩეველთა 61%-მა მისცა. 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 24, 04%, 15 საათზე კი 48, 78%-მა. პრეზიდენტობის სამივე კანდიდატმა ხმა თავის საარჩევნო უბანზე მისცა. არჩევნების ჩატარებულად ცნობისათვის, აუცილებელი იყო ხმა ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს მიეცა. „ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში არავითარი საჩივარი არ შემოსულა“- განაცხადა კომისიის […]

დე-ფაქტო აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საღამო 18:00 საათისთვის ხმა ამომრჩეველთა 61%-მა მისცა.
12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 24, 04%, 15 საათზე კი 48, 78%-მა. პრეზიდენტობის სამივე კანდიდატმა ხმა თავის საარჩევნო უბანზე მისცა.
არჩევნების ჩატარებულად ცნობისათვის, აუცილებელი იყო ხმა ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს მიეცა.
„ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში არავითარი საჩივარი არ შემოსულა“- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ბატალ ტაბაღუა. ტაბაღუამ გამოგონილი უწოდა საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომ გალის რაიონის მოსახლეობას ხმის მიცემას აიძულებენ.
სპეციალური საარჩევნო ცენტრის მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, რაის ანტაგულოვმა განაცხადა, რომ მან 25 აგვისტო გალის რაიონში გაატარა და საკუთარი თვალით ნახა გაკრული მოწოდებები, მოსახლეობა არჩევნებზე არ წასულიყო. „ამის მიუხედავად, დილის 8 საათიდან ამომრჩეველი უბნებთან რიგებში იდგნენ,“-განაცხადა მან.
აფხაზები პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სამი წლის თავს დაემთხვა.
abkhasia.kavkaz-uzel.ru-ს მიხედვით მოამზადა ნინო თუნთიამ

კომენტარები