ამ წუთებში, ფოთში, მშენებარე თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კონცერტი მიმდინარეობს. ეთერ კაკულიამ, გურამ ჯაშმა და „იუმორინას“ სხვა წევრებმა თავიანთი ნომრები უკვე შეასრულეს. კონცერტში მონაწილეობას ღებულობს, ფრანი, ოჩოს ქოხი და რობი კუხიანიძე. ისინი მოგვიანებით ავლენ სცენაზე. მანამდე კი, ქართული ხალხური ცეკვებისა და ფოლკლორის ადგილობრივმა შემსრულებლებმა იცეკვეს და დაუკრეს. სცენის ირგვლივ […]

ამ წუთებში, ფოთში, მშენებარე თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კონცერტი მიმდინარეობს.
ეთერ კაკულიამ, გურამ ჯაშმა და „იუმორინას“ სხვა წევრებმა თავიანთი ნომრები უკვე შეასრულეს. კონცერტში მონაწილეობას ღებულობს, ფრანი, ოჩოს ქოხი და რობი კუხიანიძე. ისინი მოგვიანებით ავლენ სცენაზე. მანამდე კი, ქართული ხალხური ცეკვებისა და ფოლკლორის ადგილობრივმა შემსრულებლებმა იცეკვეს და დაუკრეს.
სცენის ირგვლივ განთავსებული ბანერები ფესტივალის “საერთაშორისობის” შესახებ იუწყება, თუმცა, მასში მონაწილეობას მხოლოდ ადგილობრივები იღებენ.
კონცერტს ძირითადად ახალგაზრდები ესწრება. ნაბადისა და მალთაყვის დევნილთა ჩასახლებიდან კონცერტზე მოსახლეობა ორი მუნიციპალური ავტობუსით მოიყვანეს. კონცერტის დასრულების შემდეგ, მათ კვლავ ავტობუსებით დააბრუნებენ.

კომენტარები