დღეს, საღამოს 20:00 ფოთში, ქალაქის ცენტრში ღია სცენაზე ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი იცეკვებს. რამდენიმე პარტიას, დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილიც შეასრულებს. ორგანყოფილებიან, საათნახევრიან პროგრამაში მთელი დასი მიიღებს მონაწილეობას. ფოთის მერიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თამარ შონიას თქმით, ღონისძიება ფოთის მერიისა და ფოთის თეატრის ორგანიზებით იმართება, თუმცა ხარჯებთან დაკავშირებით სამსახური დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს. ღონისძიების ჩატარება მალთაყვის […]

დღეს, საღამოს 20:00 ფოთში, ქალაქის ცენტრში ღია სცენაზე ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი იცეკვებს. რამდენიმე პარტიას, დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილიც შეასრულებს. ორგანყოფილებიან, საათნახევრიან პროგრამაში მთელი დასი მიიღებს მონაწილეობას.
ფოთის მერიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თამარ შონიას თქმით, ღონისძიება ფოთის მერიისა და ფოთის თეატრის ორგანიზებით იმართება, თუმცა ხარჯებთან დაკავშირებით სამსახური დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.
ღონისძიების ჩატარება მალთაყვის ტყე-პარკში იყო დაგეგმილი. მოგვიანებით, სცენა ქალაქის ცენტრში გადმოიტანეს.

კომენტარები