სტურუასთან ერთად „რუსთაველის“ თეატრის დატოვებას კომპოზიტორი გია ყანჩელიც გეგმავდა. წერილი, რომელიც მან რობერტ სტურუას მისწერა, რეჟისორმა სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე გამოაქვეყნა. სტურუას თქმით, მეგობრის თხოვნით ეს წერილი, სპექტაკლის შემდეგ, გამოთხოვებისას უნდა წაეკითხა, მაგრამ გადაიფიქრა. „ბატონ რობერტ სტურუასთან ერთად ვემშვიდობები ჩემს საყვარელ რუსთაველის თეატრს, რომელსაც „ხანუმადან“ და „კავკასიური ცარცის წრიდან“ მოყოლებული და „ნადირობის სეზონით“ დამთავრებული, შევწირე […]

სტურუასთან ერთად „რუსთაველის“ თეატრის დატოვებას კომპოზიტორი გია ყანჩელიც გეგმავდა. წერილი, რომელიც მან რობერტ სტურუას მისწერა, რეჟისორმა სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე გამოაქვეყნა. სტურუას თქმით, მეგობრის თხოვნით ეს წერილი, სპექტაკლის შემდეგ, გამოთხოვებისას უნდა წაეკითხა, მაგრამ გადაიფიქრა.
„ბატონ რობერტ სტურუასთან ერთად ვემშვიდობები ჩემს საყვარელ რუსთაველის თეატრს, რომელსაც „ხანუმადან“ და „კავკასიური ცარცის წრიდან“ მოყოლებული და „ნადირობის სეზონით“ დამთავრებული, შევწირე ნახევარი საუკუნე. მადლიერებით და სიყვარულით ყველა თაობის მსახიობებისა და ყველა თაობის მაყურებლის მიმართ“- წერია კომპოზიტორის წერილში.
„მიხვდებით ალბათ, რომ მართლა ვაპირებდი თეატრთან გამოთხოვებას, მაგრამ გადავიფიქრე… დანარჩენი იცით“- ასეთი რეჟისორის კომენტარი მეგობრის გზავნილზე.
რუსთაველის თეატრში ახალი სეზონი 24 სექტემბერს, სტურუას სპექტაკლით, “ნადირობის სეზონი” გაიხსნა. რუსთაველის თეატრში დარჩენის გადაწყვეტილება რეჟისორმა, სწორედ სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაახმოვანა. სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას 9 აგვისტოს ბრძანებით, “ქსენოფობიური მეტაფორების” გამო მოხსნეს.

კომენტარები