„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,“ „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინტიტუტის“ და „უსაფრთხო მსოფლიოს“ ორგანიზებით დღეს ზუგდიდში საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორი საათის განმავლობაში, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და არსებულ პრობლემებზე დასმულ შეკითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომუნიკაციების კონსულტანტი, ნიკა პროსტოსერდოვი პასუხობდა. „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, გია […]

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,“ „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინტიტუტის“ და „უსაფრთხო მსოფლიოს“ ორგანიზებით დღეს ზუგდიდში საჯარო დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაზს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორი საათის განმავლობაში, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და არსებულ პრობლემებზე დასმულ შეკითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომუნიკაციების კონსულტანტი, ნიკა პროსტოსერდოვი პასუხობდა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, გია ალასანიამ კითხვას: არის თუ არა ზურაბ ხარატიშვილი და მისი უწყება ნაციონალური მოძრაობისგან თავისუფალი ორგანო? პროსტოსერდოვმა არ უპასუხა.
– „ჩვენ არ შევდივართ პოლიტიკურ პარტიებთან საჯარო დისკუსიებში, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით მხარე“-განაცხადა მან
ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელის, ნონა ქობალიას მიერ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და შვებულებებში მასიურად გასვლის შესაძლებლობაზე დასმულ კითხვაზე კონსულტანტმა განაცხადა, რომ ცესკოს ვერავის აუკრძალავს შვებულებაში გავიდეს და რომელიმე პარტიას დაეხმაროს. რაც შეეხება, მომავალ არჩევნებზე ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი საწვავითა და სატელეფონო ბარათებით სარგებლობას, მისი თქმით, კანონში თუ არ ცაიწერა, რომ ეს ადმინისტაციული რესურსია, ცესკო ვერაფერს გახდება.
დისკუსიის მოდერატორმა ნინო ჟიჟილაშვილმა ნიკა პროსტოსერდოვს კითხა, მოხდება თუ არა მომავალ არჩევნებზე ბიუჯეტიდან შეძენილი საწვავის და სატელეფონო ბარათების ხარჯვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ „თუ კანონში არ ჩაიწერება, რომ ეს ყოველივე არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ჩვენ ვერაფერსაც ვერ გავხდებით.“
„ეტყობა ეს დარბაზი მუსიკალური საღამოებისთვისაა განკუთვნილი, იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი არჩენების შემდეგ სასიმღეროდ გვქონდეს საქმე“- განაცხადა ჟიჟილაშვილმა შეხვედრის დასასრულს, როცა დარბაზში ცუდი აკუსტიკისათვის ბოდიში მოიხადა.
მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა შიდა ქართლში, ქვემო ქართლშ და სამცხე-ჯავახეთში. დასკვნითი შეხვედრა თბილისში წლის ბოლომდე გაიმართება.
პაატა ლაგვილვა

კომენტარები