ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ჩანაცვლებას მხოლოდ არჩევნების გზით გეგმავს.
ამის შესახებ მან დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა.
სოციალურ ქსელ ფეისბუქში მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე ივანიშვილის განცხადების ფრაგმენტი გამოქვეყნდა.
„მე და ჩემი გუნდი ვაპირებთ მომავალში გავაღრმავოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მადლიერი ვართ მისი თანადგომის. ასევე, მადლიერი ვართ ევროპის და ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ მომავალში გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროსტრუქტურებთან.
დღეს, ტემპერატურა საზოგადოების ძალიან მაღალია, მხედველობაში მაქვს ჩემი პოლიტიკური განცხადება და მთავრობის რეაქცია.
ჩემი მიზანია მაქსიმალურად ვითარების დარეგულირება, რომ არ მოხდეს არც ერთ შემთხვევაში ხალხის ქუჩაში გამოსვლა.
ჩემი მიზანია ყველა ძალა ვიხმაროთ, რომ ყველაფერი დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოში და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გქზით მოვახდინოთ ხელისუფლების ჩანაცვლება“- ამბობს ივანიშვილი.
დიპლომატიური კორპუსი ბიზნესმენს დღეს, თბილისის ბიზნესცენტრში შეხვდა.

კომენტარები