დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 15 დღეში გაიმართება. ინფორმაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. იმისათვის, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად ჩაითვალოს, მასში ამომრჩეველთა 30%-მა უნდა მიიღოს მონაწილეობა. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, მეორე ტურში გადავიდნენ განათლების ექს-მინისტრი ალლა ჯიოევა, რომელმაც პირველ ტურში ხმების 24, 5% დააგროვა და ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი, […]

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 15 დღეში გაიმართება. ინფორმაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.
იმისათვის, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად ჩაითვალოს, მასში ამომრჩეველთა 30%-მა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, მეორე ტურში გადავიდნენ განათლების ექს-მინისტრი ალლა ჯიოევა, რომელმაც პირველ ტურში ხმების 24, 5% დააგროვა და ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი, რომელმაც 24%-ზე ოდნავ ნაკლები მიიღო
დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 13 ნოემბერს გაიმართა.
მთელი დღის განამავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხმათა უმრავლესობით, ანატოლი ბიბილოვი ლიდერობდა. თუმცა საარჩევნო კომისიისა და ექზიტ-პოლების მონაცემები ერთმანეთს არ დაემთხვა.
86 საარჩევნო უბანზე მოსახლეობის აქტივობამ 66% შეადგინა.
არჩევნებში მონაწილე 11 კანდიდატიან ხმათა 50% მიღება ვერც ერთმა შეძლო.
რუსული მედიის მიხედვით მოამზადა ნინო თუნთიამ

კომენტარები