ამ წუთებში მამუკა ღლონტმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერით განცხადება გააკეთა.

“დამფუძნებლების 100% სახელით ვაცხადებ, რომ კიწმარიშვილთან კონტრაქტი შეწყვეტილია და მაესტროს დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია შეეცდება განაგრძოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში”-განაცხადა ღლლონტმა.

მან კიწმარიშვილის დღევანდელ საქციელს “ოპერაცია იმედი 2” და “მაესტროს” დახურვის მცდელობა უწოდა და მხარდაჭერა სთხოვა მედიის წარმომადგენლებს.

მამუკა ღლონტმა პატრულის თანამშრომლების საქციელზეც ისაუბრა, რომლებმაც მისი თქმით, კიწმარიშვილის დაკითხვის ნაცვლად გადაკეტა პერიმეტრი და არ აძლევს თანამშრომლებსშემოსვლის საშუალებას ღლონტმა კიწმარიშვილს ყაჩაღი და ბანდიტი უწოდა დღევანდელი ქმედებების გამო

მან იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური კორპუსი და უფლებადამცველები არ მისცემენ საშუალებას კიწმარიშვილის ბანდას შეაჩეროს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მუშაობა.

კომენტარები