ეროსი კიწმარიშვილმა tspress.-სთან „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებაზე უარი განაცხადა.

კიწმარიშვილის განცხადებით, ის დაკავებულია და სასაუბრო დრო არა აქვს.

კიწმარიშვილი ტელეკომპანია „მაესტროში“ დღეს დილით ათამდე თანმხლებ პირთან შევიდა.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას შეშვებაზე უარი უთხრა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

კიწმარიშვილის მიერ ცენტრალური მედიისათვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ, „მაესტრო“ მუშაობას გააგრძელებს, თუმცა თანამშრომლებს შენობაში შესვლაში ხელს დამფუძნებლები უშლიან.

მან მამუკა ღლონტს მის მიერ დანიშნული დირექტორი უწოდა, რომელიც ახლა მას პრეტენზიებს უყენებდა და მართვის განმავლობაში “მაესტროს” რებრენდინგზე დახარჯული თანხის ოდენობად 4,5 მლნ დაასახელა.

გუშინ ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა ეროსი კიწმარიშვილი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულეს.

ამ დროისთვის “მაესტროს” საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

კომენტარები