სოზარ სუბარი ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლად აფასებს.

„დაუშვებელია, როცა ჟურნალისტებს ხელს უშლიან თავაინთ საქმიანობის განხორციელებაში, რაც დანაშაულია.“– განაცხადა tspress.ge-სთან საუბრისას სუბარმა.

ის ტელეკომპანიის შენობასთან იმყოფებოდა.

მისი თქმით, იურიდიული კვალიფიკაციის მინიჭებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.

სოზარ სუბარმა „ქართული პარტიის“ დატოვების ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა დიდი ხანია რაც „ქართულ პარტიაში“ არაა.

კომენტარები