ჟურნალისტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილსა და მამუკა ღლონტს შორის ურთიერთობის გარკვევამდე „მაესტროს“ მაუწყებლობა უნდა აღდგეს და ჟურნალისტებს დამოუკიდებლად საქმიანობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეთ.

„საზოგადოება უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია. კიწმარიშვილი-ღლონტის დავა უნდა გახდეს განხილვის საგანი და კარგი თუ ისინი დისკუსიას საჯარო ეთერში გამართავენ“-განაცხადა ქორიძემ.

მისი აზრით, აუცილებელია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დამფუძნებლებისა და მმართველ კომპანიას შორის არსებულ შეთანხმებაზე, რადგან ამ ურთიერთობის დასაწყისშივე გაჩენილ კითხვებზე პასუხი გასაცემია.

ქორიძის თქმით, ეს მისი, როგორც ჟურნალისტისა და მოქალაქის პოზიციაა, რაც შეეხება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, ქარტიას „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

კომენტარები