საქართველოს რეგიონული საინფორმაციო ცენტრების რედაქტორები და ჟურნალისტები ვგმობთ ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებს, ტელევიზიაში მმართველი კომპანიის ხელმძღვანელის, „ქართული პარტიის“ ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის შეჭრის ფაქტს და „მაესტროს“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.

„მაესტრო“ ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელიც რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და საზოგადოებრივ პრობლემებს, რაზედაც ჩვენ ყოვედღიურად ვწერთ, აქტიურად აშუქებს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება და „მაესტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებულ საპატრულო პოლიციას მისცეს დავალება, ტელეკომპანიის შენობაში შეუშვას „მაესტროს“ ჟურნალისტები, რომლებიც შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.

ამასთან, მოვითხოვთ, „მაესტროსთან“ მომხდარ ფაქტებზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი (www.ick.ge) – გელა მთივლიშვილი

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი – მანანა ვარდიაშვილი

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (www.qartli.ge) – საბა წიწიკაშვილი

სამეგრელო – ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრი (www.tspress.ge) – ელისო ჯანაშია

სამეგრელო – ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრი (www.Livepress.ge) – გერონტი ყალიჩავა

კომენტარები