ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მიერ თავისუფალი სიტყვის ავანტიურისტების ხელით მოსპობის მცდელობად აფასებს და ჟურნალისტებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.

– “ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გაგვიტყუოს სამართლებრივი სივრციდან და ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძაბად. ჩვენ ერთად აუცილებლად მოვძებნით კანონის ფარგლებში ბრძოლისა და ადამიანებამდე თავისუფალი სიტყვის მიტანის საშუალებებს”-აცხადებს ბიზნესმენი.

ის „იმედთან“ დაკავშირებულ ფაქტებს იხსენებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბეჭდურ მედიასთან ერთად დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე მასირებული შეტევა დაიწყო.

ივანიშვილი მეცხრე არხის დახურვას თავის უდიდეს შეცდომად მოიხსენიებს და ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისადმი გადამეტებული ნდობით, ამ დახურვით უნებურად შეუწყო ხელი დამოუკიდებელი მედიის განადგურების ინერციის გაძლიერებას.

“მშვიდად იყავით და იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. სწორედ, თქვენისთანა ადამიანები ქმნიან ქვეყნის უკეთეს მომავალს!“- ნათქვამია მიმართვის ბოლოს.

კომენტარები