ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში, დღეს, პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის საკითხზე იმსჯელეს. კანონპროექტის ინიციატორებმა ზუგდიდელებს დეპუტატთა გაზრდის მიზანი და არსი გააცნეს.

-„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მსგავსი შეხვედრები, მით უმეტეს, თუ ეს ეხება კონსტიტუციის ცვლილებას. რეგლამენტი გვავალდებულებს, რომ მსგავს საკითხზე უნდა მოხდეს საჯარო განხილვები. ჩვენ ყველა რეგიონში შევხვდებით მოსახლეობას და აქვე შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგინონ თავიანთი შეხედულებები,“- განაცხადა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

მმართველ პარტიასთან ერთად, ზუგდიდელებს დეპუტატთა გაზრდის მნიშვნელობაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესაუბრნენ.

-„პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარლამენტი უფრო მრავალპარტიული იქნება და ოპოზიციასაც უფრო მეტი წარმომადგენელი ეყოლება საკანონდებლო ორგანოში, ‘’ – განაცხადა tspress.ge-სთან საუბარში ქდმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობა 190 წევრით განისაზღვრება, აქედან, პროპორციული წესით 107, ხოლო მაჟორიტარულით 83 დეპუტატი. ახალი კანონპროექტის მიხედვით, დეპუტატების რაოდენობა 40 წევრით უნდა გაიზარდოს.

მოსახლეობა კანონპროექტს განსხვავებულად აფასებს.

ლალი გოგუა: –”ყველაფერი ისე თუ არის, როგორც ესენი ამბობენ და პარლამენტში უფრო მეტი ოპზიცია შევა მაშინ მისაღებია პროექტია.”

ნუგზარ კუკავა: –”ვფიქრობ რასაც 140 დეპუტატი ვერ გადაწყვეტს, 290კაცითაც არაფერი შეიცვლება.“

კომენტარები