კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის” მოლაპარაკებები ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებთან და რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან გრძელდება.

შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ დეტალები ჯერ არ ხმაურდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლიკა ბასილაია ესწრებოდა შეხვედრას. მისი თქმით, ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია.

„არის საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე რთულად შესათანხმებელი ჩანს. რადგან ორივე მხარე ამბობს, რომ ეს პრინციპული პუნქტებია. თუმცა არის პროგრესიც, მხარები არ გამორიცხავენ შენობა დატოვონ და საუბარი გარეთ გაგრძელდეს“-განაცხადა ბასილაიამ tspress.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მზადაა, დაუთმონ სივრცე ორივე მხარეს, რომ ისინი გავიდნენ ტელეკომპანიიდან და ცივილიზებულად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ტელეკომპანიამ კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა.

კომენტარები