“თავისუფალი დემოკრატების“ პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, , ირაკლი ალასანია ატლანტიკურ საბჭოს გამგეობის წევრი გახდა.

ვაშიგტონში ვიზიტისას ალასანიამ სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონსა და ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა და საქართველოს ევროატლანტიუკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

“ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ასევე ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემდეგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომ საქართველო რეალურად გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და ევროპელი მეგობრებისთვის, რომ საქართველო უფრო ახლოს მივიდეს ნატო-სთან და ევროპასთან”, – განაცხადა ალასანიამ. კომენტარს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესცენტრი ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველოს შიდა პოლიტიკასა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ალასანია ვაშინგტონში სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენებს სტივ კინგსა და ალბიო საირის შხვდა, ვიზიტის პირველ დღეს კი ის ჰერიტიჯის ფონდში სიტყვით გამოვიდა.

“თავისუფალი დემოკრატების” პრესცენტრის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გავლენიან სენატორებთან – ჯო ლიბერმანს, ჯონ მაკეინს და რიჩარდ ლუგართან და აშშ– ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

ალასანია ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრას და რამდენიმე ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

ალასანია საქართველოში მომავალ კვირას დაბრუნდება.

კომენტარები