ტელეკომპანია „მაესტრო“ ამ დროისთვის კვლავ არ მაუწყებლობს. ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა ღლონტსა და მმართველი კომპანიის დამფუძნებელს, ეროსი კიწმარიშვილს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ბრძოლის გაგრძელებას ისინი სასამართლოს გზით აპირებენ. სამართალდამცავ სტრუქტურებს ორივე მათგანი მიმართავს.

“დილის 09:00–დან “მაესტრო” ისევ ეთერში იქნება, საკაბელო ტელევიზიების დიდმა ნაწილმა უკვე ჩართო ჩვენი სიგნალი. ძალიან მალე კვლავ ჩაირთვება თანამგზავრზე და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. რაც შეეხება გადაცემებს, არცერთი გადაცემა არ მოიხსნება ეთერიდან, მართალია ცოტა არ იყოს ფორსმაჟორულ სიტუაციაში, დეკორაციის და კიდევ ბევრი რაღაცის გარეშე გვიწევს მუშაობა პირველ ეტაპზე, მაგრამ ახალი ამბები (ისევე როგორც აბები, ყოველდღიური) ისევ “მაესტროზე” შეგიძლიათ მიიღოთ– განცხადება სოციალურ ქსელში maestro TV – facbook- ის გვერდზე 11სთ წინ განთავსდა.

კიწმარიშვილსა და ღლონტს შორის მაუწყებლობის ნორმალურ რეჟიმში აღდგენის თაობაზე შეთანხმების მიღწევას, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“. შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც, წუხელ, მამუკა ღლონტმა, თანამშრომლებთან ერთად, ტელევიზიის შენობა დატოვა და რადიო “მაესტროში” გადაინაცვლა, რომლის სტუდიიდანაც “მაესტრო” წუხანდელს შემდეგ მაუწყებლობს.

–„ჩვენ ჟურნალისტებმა და დამფუძნებლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება,, რომ დავტოვოთ “მაესტროს” შენობა. ხელისუფლებას არ მივცეთ პროვოკაციის მოწყობის საშუალება. ჩვენ ვგრძნობთ უზარმაზარს საფრთხეს, რომ მოხდეს უზარმაზარი პროვოკაცია და სამოქალაქო დაპირისპირება. საპარტულო პოლიციის თანამშრომლები ასრულებენ ეროსი კიწმარიშვილის მითითებებს,“– განაცხადა ღლონტმა და შენობასა და აპარატურაზე პასუხისმგებლობა შენობაში დარჩენილ კიწმარიშვილს დააკისრა.

ღლონტის საქციელი კიწმარიშვილმა ისტერიულად პროვოკაციურ სიტუაციად შეაფასა და განაცხადა, რომ ღლონტმა „გაიტაცა სრულიად დაბნეულ მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტები” და ტელეკომპანიის აპარატურა.

კინწმარიშვილი მოხდარს პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენას უკავშირებს.

-“მაესტროს” დამფუძნებლებმა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ აზროვნების უნარი დაკარგეს. მათ მართვის კომპანიის ჩანაცვლებისა და სხვა ფინანსების მოზიდვის ცდუნება გაუჩნდათ”, – განაცხადა მან.

„მაესტროს“ დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი ტელეკმპანიის ივანიშვილზე მიყიდვას ჭორს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი გასხვისება არ იგეგმება.

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის განცხადებით, „მაესტროს“ დამფუძნებლებს აქვთ ლიცენზია და ტელეკომპანიას მაუწყებლობა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია.

მოხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს სტუდია „მაესტრო“. მათ ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ, მის მიერ უკანონოდ შეჭრასა და არხის შეფერხებით მაუწყებლობისთვის პროკურატურასა და მთავარ სამმართველოს განცხადებებით უკვე მიმარეთეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

კომენტარები