საქართველოს პრეზიდენტის მიერ ებრაელი ბიზნესმენების შეწყალება სოზარ სუბარმა შეაფასა.

პრეზიდენტმა ქრთამის მიცემის ბრალდებით გასამართლებული ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი დღეს შეიწყალა.

სუბარის განცხადებით, თავის დროზე სააკაშვილმა ბიზნესმენები თანხის გამოძალვის მიზნით დაიჭირა და ამით კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა.

-„ჯერ დაჭერა, შემდეგ ფულის გამოძალვა და შეწყალება –ეს არის პრეზიდენტის მხრიდან ჩადენილი კრიმინალი. ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დაიჭირა, რომ ფული გამოეძალა“– განაცხადა tspress.ge სთან საუბრისას სუბარმა.

მისი თქმით, პროკუტარურას ბიზნესმენები თავიდანვე, „თანხის გამოძალვის“ გარეშე უნდა გაეთავისუფლებინა

სუბარს მსგავსი ბრალდებით გასამართლებული ადამიანის შეწყალების შემთხვევა არ ახსენდება.

პრეზიდენტის მიერ უცხოელი ბიზნესმენების შეწყალებაზე ინფორმაცია დღეს, სააკაშვილის პრესსპიკერმა გაავრცელა : „2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე – ჰუმანური მოსაზრებების, ასევე ფუქსისა და ფრენკელის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება მათი შეწყალების შესახებ“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში, ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მხარეს, რომ არ გაესაჩივრებინა საარბიტრაჟო სასამრთლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ხელისუფლებას ბიზნესმენებისთვის 98 მლნ დოლარი უნდა გადაეხადა ბიზნესმენებმა ჩინოვნიკს ქრთამის სახით 7მლნ დოლარი შესთავაზეს.

ბიზნესმენები თავს თავიდანვე უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ, თუმცა საქართველოს სასაამრთლომ ფუქსს 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ჯარიმის სახით, 500 ათასი ლარის ოდენობის გადახდა დააკისრა, ფრენკელს კი 6 წლიანი პატიმრობა და 100 ათასი ლარი ჯარიმა

კომენტარები