უცხოური პრესა წერს, რომ შედეგებით აშკარაა საზოგადოების მზარდი უკმაყოფილება მმართველი ძალისადმი. ეს პუტინისათვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა.

ერთ საათში რუსეთში ოფიციალურად გამოაცხადებენ არჩევნების წინასწარ შედეგებს.

წინასწარი მონაცემებით მმართველი პარტია “ედინაია რასია” ლიდერობს.

ზოგ რეგიონსა და ქალაქში, მათ შორის მოსკოვის ორ საარჩევნო უბანში “კომუნისტებმა” “ედინაია რასიაზე” მეტი ხმა დააგროვეს.

ამ დროისათვის წინასწარი დათვლის შემდეგ ხმათა 49, 67% ედინაია რასია” ლიდერობს. 19 %-ით მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტია, მესამე ადგილს კი 13%-ით “სამართლიანი რუსეთი” იკავებს.

კომენტარები