ფოთში პოლიციის უბნის რწმუნებულ-გამომძიებლები მოსახლეობის აღწერას ატარებენ.

ერთ-ერთი რწმუნებულის თქმით, აღწერის მიზანი მის უბანში მცხოვრები მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის ფლობაა.

ფოთის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, დიმიტრი შენგელიამ, tspress.ge-სთან საუბრისას პოლიციის მიერ მოსახლეობის აღწერის ფაქტზე კომენტარზე უარი თქვა.

მან აღწერის ფაქტი არც დაადასტურა და არც უარყო და განაცხადა, რომ ეს “წმინდა სამსახურეობრივი” საკითხია

ქალაქის უბნების აღწერისას, რწმუნებულები თითოეული ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირად მონაცემებს, მათ შორის პირად ნომერს, სამუშაო ადგილს და საკონტაქო ინფორმაციას ინიშნავენ.

სიაში შეჰყავთ ასევე, ოჯახში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები, მათი სასწავლო დაწესებულების მითითებით.

კომენტარები