პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც დღეს პროცესი ჩვენს საწინააღმდეგოდ მიდის.

– “ვიდრე რუსეთი კონფლიქტის წამმართველი იქნება, ამ კონფლიქტს ვერ მოვაგვარებთ. რუსეთის გაჩერება აუცილებელია. საჭიროა მდგომარეობა დაბრუნდეს 2006 წლის ნიშნულამდე, როცა კონფლიქტის მხარეებთან ინტენსიური ურთიერთობა იყო. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია პროცესების მოგვარების დაწყება. 90-იანი წლების დასაწყისიდან აფხაზები და ოსებიც ითხოვდნენ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, თუმცა, ჩვენ ყოველთვის უარს ვეუბნებოდით ამაზე, რადგანაც ამ საკითხს ჯერ დევნილების საკითხი მივაბით, მერე კი სხვა რამეებიც” – ამბობს ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, აფხაზები და ოსები კონფლიქტის მხარეებად უნდა ვაღიაროთ და რაღაც მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, მაგალითად გზა, რკინიგზა და სხვა ეკონომიკური საკითხები.

ზაქარეიშვილმა ბათუმში მიმდინარე შეხვედრაზე ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომელმაც ხელისუფლება გააღიზიანა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი და მართებული იყო.

კომენტარები