ბათუმში შპს „აჭარის გზების“ ხელმძღვანელი, თემურ დოლიძე დააკავეს. დაკავების მიზეზად, დოლიძის კომპანიაში არსებული ფინანასური დარღვევები დასახელდა.

დოლიძე ხელისუფლებასთან საკმაოდ დაახლოებულ პირად მოიაზრებოდა და ბევრ სამთავრობო ღონისძიებას აფინანსებდა.

იგი ბათუმში საკმაოდ ცნობილი რესტორნის “აჭარული სახლის” მფლობელია.

დაკავება დაახლოებით, ათი დღის წინ მოხდა. თუმცა, ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

„tspress.ge“ ამ დროისათვის მომხდარის დეტალებს არკვევს.

კომენტარები