“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ინფორმაციით, მასშტაბური აქცია დედაქალაქსა და რეგიონებში ერთდროულად, 12სთ– ზე დაიწყებარა. აქციის ფარგლებში ორგანიზაციის თანამშრომლები და მოხალისეები მოწოდებით,”არ დაკარგო უფლება, შექმნა ხელისუფლება” სარჩევნო ოლქებში საინფორმაციო მასალებს დაარიგებენ.

ორგანიზაციის განცახდებით, აქციის მიზანია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მნიშვნელობის თაობაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება , რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით.

დეკლარაციის 21-ე მუხლი აღიარებს, რომ: “ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ ან მის მიერ თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.”

“სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხის ნებაა: ხალხის ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში საყოველთაო და თანასწორი ხმის მიცემის უფლებით, ფარული კენჭისყრისა თუ სხვა თანაბარმნიშვნელოვანი თავისუფალი ხმის მიცემის პროცედურების გამოყენებით.””

კომენტარები