2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულებისათვის გასაცემი ტრანსფერისთვის 819.9 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი დღეს დაამტკიცა.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით მომავალ წელს დაფინანსება გაეზარდათ შინაგან საქმეთა (585.2 მლნ), სოფლის მეურნების (119.9 მლნ), ჯანდაცვის (1.772 მლრდ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების (172.3 მლნ), რეგიონული განვითარებისა (968.3 მლნ) და ენერგეტიკის (290.3) სამინისტროებს, ასევე განათლების (595 მლნ), სასჯელაღსრულების (120 მლნ), კულტურის (81.5 მლნ) და ახალგაზრდობის საქმეთა (50მლნ) სამინისტორებსაც.

დაფინანსება თითქმის გაუნახევრდება ფინანსთა სამინისტროს და 111.7 მლნ გახდება.

35 მლნ–მდე დააკლდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებას და 675 მლნ იქნება.

მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები ბიუჯეტის პარამეტრებზეც აისახა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება გასამმაგდა და 41.6 მლნ გახდა.

დაგეგმილი შემცირების ნაცვლად, 45–დან 49 მლნ–მდე გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაც.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი განსხვავდებოდა პირვანდელი ვარიანტისაგან, რაც ნაწილობრივ, მომავალ წლის სექტემბრიდან დაგეგმილი საპენსიო პაკეტის ზრდას.

2012 წლის ბიუჯეტი პარლამენტმა 86 ხმით 3–ის წინააღმდეგ დაამტკიცა. საპარლამენტო ოპოზიციამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები